ლიმონი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ციტრუსია. ის ძირითადად წყალსა და ლიმონმჟავას შეიცავს. მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას და მონაწილეობს ქსოვილების კვებაში.
ლიმონი შეიცავს A, B1, B2, D ვიტამინებს და ციტრინს (ვიტამინი P), ბევრ პექტინურ ნივთიერებას, კალიუმს, კალციუმს, ფოსფორს, სპილენძსა და რკინას.
უძველესი დროიდან იყენებს მედიცინა სურავანდის, სიყვითლის, წყალმანკის, შარდკენჭოვანი, ტუბერკულოზის, ჰემოროის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს რეკომენდებულია, მიიღოთ დღეში 2-3-ჯერ 0,5 ლ ცხელ წყალში გაზავებული ნახევარი ლიმონის წვენი.
თავის ტკივილის დროს ლიმონის ქერქს გააცალეთ ცედრა და დაიდეთ საფეთქლებზე. როდესაც კანზე გაჩნდება სიწითლე, გათბება და ქავილი დაგეწყებათ, თავი დაგიამდებათ.
კბილები, გასამაგრებლად და გასათეთრებლად გაიხეხეთ ლიმონით.