საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ოჯახმა, 2013-2016 წლებში, 15 მილიონ 348 097 ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ გიორგი ხანიშვილის ქონებრივი დეკლარაციებიდან ირკვევა, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
აქედან, ყველაზე დიდი შემოსავალი გიორგი ხანიშვილს 2014 წელს აქვს მიღებული – 8 მილიონ 480 166 ლარი. 2013 წელს კი, მისმა შემოსავალმა – 5 მილიონ 645 926 ლარი შეადგინა. 2015 წელს – 659 343 ლარი, 2016 წელს კი, _ 562 662 ლარი.
როგორც გიორგი ხანიშვილის 2017 წლის 30 ივნისს შევსებულ ქონებრივ დეკალარაციაში წერია, გასულ წელს, მხოლოდ ევროპის ქვეყნებში ვიზიტებში 11 ათასი ევრო დახარჯეს.
2017 წლის შემოსავლები
დეკლარაციაში მითითებულია, რომ გასულ წელს გიორგი ხანიშვილის ოჯახმა ჯამში 562 662 ლარის შემოსავალი მიიღო.
აქედან 130 095 ლარი მხოლოდ გიორგი ხანიშვილს აქვს მიღებული; კერძოდ, შპს „აგრო-1959“-დან, სადაც ის მმართველ-პარტნიორია _ 12000,00 ლარი აქვს , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან, სადაც ასევე დირექტორის პოსტი ეკავა 2016 წლის იანვრიდან 5 დეკემბრამდე – 93095,00 ლარი; სსიპ-გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან კი, სადაც საკოორდინაციო ჯგუფის უფროსი-კონსულტანტი იყო 20016 წლის 1 მარტიდან 1 აგვისტომდე 25000,00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
გარდა ამისა, დეკლარაციის თანახმად, გიორგი ხანიშვილის მეუღლის, ანნა ეკალაძის სააქციო საზოგადოება „ქალთა კონსულტაციიდან“ (პარტნიორი, 156 აქციის მფლობელი) გასულ წელს ჯამში 78 567 ლარი მიუღია. ხოლო გიორგი ხანიშვილის შვილმა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით მხოლოდ 14 წლისაა (გიორგი ხანიშვილის დაბადების თარიღი დეკლარაციის თანახმად 20.09.2003 -ია), შპს „ლ.ბ.ინვესტ ჯგუფიდან“, სადაც ის 40%-იან წილს ფლობს (თანაპარტნიორები ვასილ ხანიშვილი, ზურაბ გოჩიტაშვილი, გიორგი გოჩიტაშვილი), გასულ წელს 354900,00 ლარის შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციის შევსების დროს გიორგი ხანიშვილს თი–ბი–სი ბანკის საკრედიტო ანგარიშზე 10000,00 ლარი; 10000,00 დოლარი; საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 10000,00 ლარი; ლიბერთი ბანკის საკრედიტო ანგარიშზე – 3000,00 ევრო და 10000,00 ლარი; საკრედიტო ბანკის 8000,00 ევრო; ხოლო “ბაზის ბანკის” საკრედიტო ანგარიშზე 10000,00 ლარი ერიცხებოდა. ხოლო ნაღდი ფულის სახით 95 0000 დოლარი ჰქონდა.
სესხები და გასავლები
ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ოჯახს გასულ წელს სოლიდური გასავლები ჰქონია. კერძოდ, გიორგი ხანიშვილს შვილის, თამარ ხანიშვილის სწავლის გადასახადი 35000,00 გირვანქა სტერლინგი გადაუხდია, ევროპის ქვეყნებში ვიზიტებისთვის 11000,00 ევრო დაუხარჯავს, ხოლო გიორგი ხანიშვილს (მინისტრის მოადგილის ვაჟი) ზღვაზე დასვენებისთვის 9000,00 ლარი აქვს დახარჯული.
გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი ხანიშვილის სახელზე სხვადასხვა ბანკში 11 სესხი აქვს აღებული, რითაც ჯამში 47 440 ლარის, 730 000 დოლარის და 24 ათასი ევროს გადახდის ვალდებულებას აკისრებს. გასულ წელს კი, მას სესხების დასაფარად 174294 ლარი, 77053 დოლარი და 10833 ევროს გასავალი ჰქონია.
გარდა ამისა დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი ხანიშვილს 2016 წელს ზეპირი შეთანხმების საფუძველზე 165000,00, ლარი აქვს გასესხებული 2019 წლამდე. ხოლო მანამდე, 2013 წელს, 200000,00, დოლარი გაუსხვისებია 2019 წლამდე ასევე ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
საწარმოო საქმიანობა
აქვე უნდა აღინიშნოს რომ გიორგი ხანიშვილის ოჯახი 6 შპს-ს პარტნიორი და წილის მფლობელია. კერძოდ, შპს მროვი; შპს ჰელსი ფუდი (თანაპარტნიორები – ნიკოლოზ ბახტაძე 2) კახა მარღიაშვილი 3) თეიმურაზ უგულავა); შპს კავკასუს ლაითი (თანაპარტნიორები -გივი თალაკვაძე 2) ზურაბ ანდრიაძე 3) იოსებ ახალკაცი); შპს ლანჩ ტაიმი (თანაპარტნიორები – ვასილ ხანიშვილი 2) ნიკოლოზ ბახტაძე 3) კახა მარღიაშვილი); შპს აგრო-1959 (გიორგი ხანიშვილის შვილია პარტნიორი) და ასევე, შპს ლ.ბ.ინვესტ ჯგუფი, რომლის პარტნიორიც და 40%-იანი წილის მფლობელის გიორგი ხანიშვილის შვილი _ გიორგი ხანიშვილია (თანაპარტნიორები – ვასილ ხანიშვილი 2) ზურაბ გოჩიტაშვილი 3) გიორგი გოჩიტაშვილი).
უძრავ-მოძრავი ქონება
რაც შეეხება მინისტრის მოადგილის ქონებას, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი ხანიშვილის ოჯახი 8 მიწის ნაკვეთს, ორ საცხოვრებელ სახლს, არასაცხოვრებელ ფართს, მსუბუქ ავტომანქანას და 2010 წელს შეძენილ, 65 600 დოლარის ღირებულების ავეჯს ფლობს.
კერძოდ, გიორგი ხანიშვილის და მისი მეუღლის საკუთრებაშია 2005 წელს, 300000,00-დოლარად (თანხა პირობითია) შეძენილი 566,45 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და 690,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, მარგიანის 10 ნომერში. ასევე, გიორგი ხანიშვილს ეკუთვნის 1960 წელს, მემკვიდრეობით მიღებული 184,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და 2700,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ რუისში, დავით აღმაშენებელის ქუჩაზე. ამავე წელს გიორგი ხანიშვილს მემკვიდრეობით კიდევ ერთი, 4000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი მიუღია მემკვიდრეობით რუისში (“ნატბეურა”).
2005-2008 წლებში წელს კი, ამავე სოფელში ხანიშვილს რამდენიმე მიწის ნაკვეთი და არასაცხოვრებელი ფართი შეუძენია. კერძოდ, 2005 წელს ხანიშვილს 7000,00 -დოლარად (მისივე მითითებით თანხა პირობითია) 1600,00 კვ.მ-ის არასაცხოვრებელი ფართი და 6200,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი აქვს შეძენილი რუისში, საკალმახესთან. ამავე წელს,
20067 წელს კი, ამავე ტერიტორიაზე ხანიშვილმა 2000,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი 1000,00 -დოლარად შეიძინა, ხოლო 2017 წელს, 3000 დოლარი გადაუხდია კიდევ ერთი, 5200,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთში. 2008 წელს კი, 3000,00-დოლარად ამავე ტერიტორიაზე 4200,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი შეუსყიდია.
2005 წელს, გიორგი ხანიშვილს ასევე უყიდია 4050,00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში, “პროკურატურის აგარაკებთან”, რაშიც 15000,00-დოლარი აქვს გადახდილი.
გარდა ამისა, დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2010 წელს, გიორგი ხანიშვილს მსუბუქი ავტომანქანის და ავეჯის შეძენა ჯამში 80 600 დოლარი დაუჯდა.
კერძოდ, მსუბუქი ავტომანქანა lexsus RX-300-ში გიორგი ხანიშვილს 15500,00 დოლარი გადაუხდია.
3 საძინებელი გარნიტური ჯამში – 27 000 დოლარი; მისაღების ავეჯის კომპლექტი – 18000,00 დოლარი; სამზარეულოს ავეჯი და მოწყობილობა 11600,00 დოლარი; კაბინეტის მოწყობილობა კი – 9000,00 დოლარი დაუჯდა.
გასული წლების შემოსავლები
საჯარო სამსახურის ბნიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული ირკვევა, რომ გიორგი ხანიშვილს საჯარო სამსახურში 2000 წლიდან 2014 წლამდე არ უმუშავია.
2014 წელს შევსებული დეკლარაციის თანახმად, ხანიშვილს სსიპ-მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის პოსტი ეკავა. ამავე დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ წინა წელს, გიორგი ხანიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანის დირექტორის მოადგილე იყო, საიდანაც 62710.00 ლარის შემოსავალი მიიღო. ასევე, ამავე წლის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი ხანიშვილს შპს აგრო-1959-დან, სადაც ის მმართველ-პარტნიორი გახლდათ – 26000.00 ლარი აქვს მირებული, ხოლო ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციიდან, სადაც კონსულტანტის პოზიცია ეკავა – 19100.00 ლარი. გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ გიორგი ხანიშვილ შპს „ნოვა კრედიტი“-დან (პარტნიორი) თითქმის 5 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული – 4 960 060.98 ლარი. გარდა ამისა, ხანიშვილს შპს ლანჩ ტაიმი-დან, სადაც ის ასევე პარტნიორი იყო, 121652.00 ლარი მიუღია. ლ.ბ.ინვესტ ჯგუფიდან კი, – 391296.22 ლარი. შპს აგრო-1959-დან – 65107.00 ლარი;
2014 წელს კი, ხანიშვილის საერთო შემოსავლებმა ჯამში 8 მილიონს გადააჭარბა.
მხოლოდ შპს „ნოვა კრედიტიდან“ გიორგი ხანიშვილს 7 884 600.69 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული. ხოლო ჯამში მისმა შემოსავლებმა ამ წელს 8 მილიონ 480 166, 83 ლარი შეადგინა.
ამ წელს, გიორგი ხანიშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია დირექტორის მოადგილის პოსტიდან – 15500 ლარი მიიღო, შპს აგრო-1959-ის მმართველ-პარტნიორის პოსტიდან – 24000.00 ლარი; საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის კონსულტანტის თანამდებობიდან – 19100.00 ლარი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან, სადაც მას მინისტრის აპარატის მრჩველი პოსტი ეკავა – 18801.00 ლარი.
შპს ლანჩ ტაიმიდან- 6133.00ლარი; ლ.ბ.ინვესტ ჯგუფიდან –393775.14 ლარი; შპს აგრო-1959-დან – 69858.00 ლარი;
რაც შეეხება 2015 წელს, გიორგი ხანიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას ჯამში 659343 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.
კერძოდ, გიორგი ხანიშვილს შპს აგრო-1959-დან – 68798.00 ლარი მიუღია. ლ.ბ.ინვესტ ჯგუფი-დან 418000.00ლარი; შპს აგრო-1959-დან, მმართველ-პარტნიორის პოსტიდან – 24000.00 ლარი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოსტიდან – 31345.00 ლარი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრის აპარატის მრჩეველის პოსტიდან – 45800.00 ლარი; ხოლო ამავე სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტიდან – 71400.00 ლარი.
ამავე დეკლარაციაშია მითითებული, რომ გიორგი ხანიშვილმა შპს ნოვა-ს 40% წილი 2015 წლის 8 იანვარს, 1 მილიონ 500 000.00 დოლარად გაყიდა.