მძღოლის დაკითხვა ამ დრომდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა. მკურნალმა ექიმმა სამართალდამცველებს უკვე დართო დაკითხვის ნება. ქალაქ გორელიეს საავადმყოფოდან მძღოლს დღეს გამოწერენ, რის შემდეგაც მოხდება მისი დაკითხვა.
დაკითხვის შემდეგ, საქმეს კვალიფიკაცია მიენიჭება და გადაწყდება, დააკავებენ თუ არა მას.
ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, თურქეთის საავადმყოფოებში ამ დროისთვის ხუთი დაშავებული რჩება. ერთი მათგანისთვის ექიმებმა ფეხის შენარჩუნება ვერ შესძლეს, კრიტიკულია ანსამბლის ოპერატორის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
შეგახსენებთ, ავტობუსი, რომელსაც ქართული ცეკვის ანსამბლ „ლამპრების“ წევრები გადაჰყავდა, ავარიაში 16 ივლისს მოყვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა გირესუნის მახლობლად (120 კმ. ტრაპიზონიდან და 320 კმ. სარფიდან) მოხდა.
ავარიის შედეგად, 38 ადამიანი დაშავდა.