გურიის გუბერნატორის უკვე ყოფილი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე დღის წინ საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, მისივე თქმით ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაინიშნა.
ერქომაიშვილი ამბობს რომ მინისტრის მოადგილის თანაშემწეა, თუმცა, რომელი მოადგილის ჯერ არ იცის:
_ მოგვიანებით მოგწერთ დეტალებს, _ რამდენიმე საათის წინ გვითხრა ერქომაიშვილმა, თუმცა, დეტალებზე, რომელსაც მისივე თქმით აზუსტებს, ამ დრომდე არ საუბრობს.
ერქომაიშვილი რომ მინისტრის მოადგილის თანაშემწედ უნდა დაინიშნოს სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა დანიშვნის ბრძანება ჯერ არ დაწერილა:
_ ერქომაიშვილის სტატუსის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. შესაბამისად, არ არის გაფორმებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ჯონი კალანდაძემ.
ამავე თემაზე: გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა (ექსკლუზივი)
ტოვებს თუ არა გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას _ “საყვედური სხვებსაც უთხრეს”
თუ შეგეხები, მოგეფერები” _ გუბერნატორის მოადგილე “ნაციონალების” დეპუტატს
გუბერნატორი, მოადგილე და მისი “მეგობარი სოსო” სუს-იდან _ გურია საკადრო ცვლილებების მოლოდინში
საიდუმლო დოკუმენტაციის განხილვა სუს-სთან ერთად
სკანდალური შეხვედრა გუბერნიაში _ ვინ ვისზე და რატომ ახდენს ზემოქმედებას
“ნუ ცდილობთ ზეწოლა მოახდინოთ საქმეზე” _ რა ხდებოდა დღეს გუბერნატორის მოადგილის კაბინეტში (ვიდეო)
რატომ იმყოფებიან გფფ-ს წევრები და სუს-ის თანამშრომელი გუბერნატორის მოადგილის კაბინეტში