ბრიტანეთის დედაქალაქის ცნობილი სიმბოლო – ბიგ-ბენის კოშკი ამ დროისთვის ნახევარი მეტრით გადახრილია. დღემდე ის სტაბილურად, მაგრამ ნელ-ნელა ნადგურდებოდა, ახლა კი ინჟინრებმა, რომლებიც ბიგ-ბენს სწავლობენ, დაადგინეს, რომ ის უფრო სწრაფად დაინგრევა, ვიდრე ვარაუდობდნენ. მათი აზრით ბრიტანეთის სიამაყე დაახლოებით 4 წელიწადში, პიზის კოშკის მდგომარეობას მიაღწევს.
დღემდე ზუსტად არავინ იცის, საიდან წარმოიშვა სახელი ”ბიგ-ბენი”. მის ზარს BBC ყოველ საათს გადმოსცემს.
ტურისტებს ბიგ-ბენის შენობაში არ უშვებენ, ბიგ-ბენის კოშკის სიმაღლე 96 მეტრია, ზემოთ ასვლა კი შესაძლებელია მხოლოდ ვიწრო, ხრახნული კიბით. ასვლა გინდათ? მაშინ მოემზადეთ და დინჯად აიარეთ 334 საფეხური.
ახვალთ და აღმოჩნდებით პატარა ბაქანზე, სადაც მოთავსებულია ლეგენდებით გარემოცული ორმეტრიანი ზარი.
ერთნი ამბობენ, რომ ამ საათს სახელი ბიგ-ბენის მშენებლობის უფროსის, ბენჟამენ ჰოლის პატივსაცემად დაარქვეს. იგი ზორბა კაცი გახლდათ და მეტსახელად ბიგ-ბენი შეარქვეს.
ბიგ-ბენის ისტორია დაიწყო 1844 წელს, როდესაც არქიტექტორმა ჩარლზ ბერიმ, ვესტმინსტერის სასახლის აღმშენებელმა, პარლამენტს სთხოვა გამოეყოთ მისთვის თანხა, რათა წმ. სტეფანეს კოშკზე საათი დაედგა.
პარლამენტმა მისი თხოვნა შეასრულა იმ პირობით, რომ ახალი საათი, მსოფლიოში ყველაზე ზუსტი და დიდი იქნებოდა, ხოლო ამ საათის ზარის ხმა მთელ იმპერიას უნდა გაეგონა.
ექვემდებარება თუ არა ბიგ-ბენი რესტავრაციას, ჯერჯერობით უცნობია.