https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ იყო ფირალი გუნთაიშვილი, რომლის ლექსზე არტემ ერქომაიშვილმა სიმღერა შექმნა

8:07; 20.07.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

1945 წელს სოჭში ქართველ მეცნიერებთან შეხვედრისას სტალინს უთქვამს რომ მას ძალიან უყვარს გურული სიმღერები, გაუხსენებია მომღერალი სიმონიშვილი და აგრეთვე კარგი მომღერალი და ვაჟკაცი გუთნიაშვილი, “რომელიც სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ და ჩვენ პერიოდში მოკლესო”,_ უთქვამს სტალინს.

ანზორ ერქომაიშვილის ვარაუდით “ ეს გუთნიაშვილი… უნდა იყოს მელქის გუნთაიშვილი, ალბათ დაბეჭდვის დროს დაუშვეს შეცდომა, თორემ გვარი _ გუთნიაშვილი გურიაში არ არსებობს. არსებობს ცნობა, რომ ერთ კრებაზე, რომელიც გაიმართა ვლადიმერ ერქომაიშვილის ოჯახში, დაახლოებით 1904-05 წლებში, მელქისა გუნთაიშვილს იქ მიუყვანია სოსო ჯუღაშვილი. კრებას ასევე ესწრებოდნენ ფილიპე მახარაძე, ჭოლა ლომთათიძე, დიომოდე შალიკაძე და სხვები.

მელქისედეკ გუნთაიშვილი დაიბადა 1873 წელს, პირველად ფირალად გავარდა 1889 წელს (ფირალებს შორის ის ყველაზე მეტ ხანს იყო ტყეში გავარდნილი). მელქისედეკს ჰყავდა ბიძა სიმონა, რომლისთვისაც ბატონს ცოლის შერთვის ნება არ მიუცია, სიმონს ბევრი არც კი უფიქრია, შუბლში ტყვია დააჭედა და ტყეში გაიქცა. შემდეგ ქობულეთში გადავიდა, მონახა სახლიკაცები, დასახლდა და იქვე გარდაიცვალა. 18 წლის მელქისედეკი ბათუმში მანთაშევის ქარხანაში მუშაობდა. იმავე წლებში დაქორწინდა. 20 წლისამ შეიძინა იარაღი და გავარდა ფირალად. მისი ძმის გადმოცემით აჭარაში ის ებრძოდა ხოჯებს და ბეგებს. იგი შეიპყრეს და გადააგზავნეს ქუთაისში, სადაც მას 12 წლიანი კატორღა სამუდამო გადასახლებით სახალინზე მიუსაჯეს. ამის შესახებ არის ნათქვამი ლექსში (გადმოცემით გუნთაიშვილი ლექსებს თვითონ წერდა):

პირველი ჩემი შემთხვევა, გონი თქვენც გაქვთ მონასმენი, კატორღით რომ დაბოლავდა სუდით ჩემი განაჩენი….

რაფერ შემძულდა სიცოცხლე რომ გითხრა გაგიკვირდება, უბრალოთ რომ ვიტანჯები ცეცხლითაც ეს მეკიდება,
ციხეში ვზივარ საწყალი, დამსუსტებია მუხლები, დარწმუნდით ჩემო ძმანებო ამ ტანჯვას ვერ გადურჩები.

სახალინზე მან ოთხი წელი გაატარა და 1904 წელს გამოიქცა. ერთხანს აზერბაიჯანში იმალებოდა, შემდეგ სოხუმში აღმოჩნდა, სადაც ტერაქტების სერია მოაწყო და 17 სტრაჟნიკი მოკლა. სოხუმში გუნთაიშვილის დაჭერისათვის ხელისუფლებამ ჯილდო _ ხუთი ათასი მანეთი დააწესა.
აფხაზეთიდან ის ეპისკოპოსის ანაფორით, პარიკითა და წვერით შენიღბული გამოიპარა. თურმე გემზე მას, როგორც მაღალი რანგის სასულიერო პირს დიდი პატივით ეგებებოდნენ. მშობლიურ სოფელ კვირიკეთში დაბრუნებისთანავე ის ჩაება ტერორისტულ საქმიანობაში და მონაწილეობდა პოლიციელებზე თავდასხმაში და იარაღის გატაცებაში. მთავრობამ ისევ დაუწყო დევნა, მისი შეპყრობისთვის აქაც ჯილდო დაწესდა.

ფირალი რომ ვერ მოიხელთეს, დედამისი და მისი ძმა აპოლონი დააპატიმრეს. განსრისხებულმა გუნთაიშვილმა მაზრის უფროსის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ ამხანაგებმა არ დაანებეს _ ყველას ააწიოკებენო. მაშინ მელქისმა წერილი მისწერა: რას კადრულობ, მოხუც ქალს რომ ციხეში აგდებო. თუ ასეა, მაშინ შენ ცოლ-შვილს მოვიტაცებ და ტყეში წავიყვანო. მაზრის უფროსმა ეს წერილი მიიღო და მესამე დღეს დედამისი ციხიდან გამოუშვა.

გუნთაიშვილი ერთ ხანს ცნობილი ქართველი ლოტბარის ანზორ ერქომაიშვილის დიდი ბაბუის, გიგოს ოჯახში იმალებოდა. ამ ოჯახს სხვადასხვა დროს თურმე სტუმრობდა სისონა დარჩია, დათიკო შევარდნაძე, გოგია ღლონტი… გუნთაიშვილი დღისით ოდის სახურავზე იმალებოდა, ღამით კი ჩამოდიოდა და სამზადისში ძმებ ერქომაიშვილებთან ერთად ქეიფობდა და მღეროდა. მელქისას იმდენად კარგი ხმა ჰქონდა, რომ ერთხელ მისთვის არტემ ერქომაიშვილს უთქვამს:. ”შენ რომ მთავრობა შეგირიგდეს, აუცილებლად ჩემს გუნდში ჩაგრიცხავდიო”.

…ერთ საღამოს გიგოსთან აღელვებული მოვიდა ალფეს თოიძე. მან თქვა, სტრაჟნიკები ამაღამ მაკვანეთში მოდიან… როგორც ჩანს, საიდანღაც გაიგეს, რომ მელქისი თქვენთან აფარებს თავსო. გიგომ სწრაფად აფრინა ბავშვები და მომღერლები მოაყვანინა. ამასობაში ძმები ერქომაიშვილები მელქისთან ერთად ტყეში გავიდნენ… მთელი ღამე იარეს და გამთენიას სოფელ გომში მიიყვანეს ერთი თავიანთ მეგობრის ოჯახში.

ერთი საათის წასული არც იქნებოდნენ მელქისი და ძმები ერქომაიშვილები, რომ სტრაჟნიკებიც მოვიდნენ, მაგრამ მათ დახვდათ რამდენიმე მომღერალი, რომლებიც სამზადში ქეიფობდნენ და არაჩვეულებრივად მღეროდნენ. პოლიციის უფროსი მათ სიმღერებს მოჯადოებული უსმენდა: _ უკაცრავად ბატონო გიგო, _ ამისთანა მომღერლებთან ყაჩაღებს რა უნდა, _ თქვა მან, მერე სუფრას მიუჯდა და დილამდე იქეიფა. სამშვიდობოს გასულმა გუნთაიშვილმა ძმებ ერქომაიშვილებს მადლობის ნიშნად ლექსი მიუძღვნა:

“იცოცხლეთ, ძმებო, სამთავემ, ლხინში ჩასწმინდეთ ყელები, დასჭექეთ ქართულ ენაზე სიმღერა ძველთა ძველები,
ლხენით დაატკბეთ ჩაგრული ძმები, სიმართლის მცველები, ბანს შემოგძახებთ ღიმილით სამშობლოს მთა და ველები
თქვენს ერთად იყოს დღეგრძელი, ვინც თქვენ დღემდე განეტრა, გიგი, გიორგი, მომლხენნი მოხუცნი წვერებჭაღარა,
წირში და ლხინში ქებულმან, ვინც თქვენ აქამდე გატარა, მათაც მივუძღვენ სალამი და მასთან ლექსი პატარა”.

ამ ლექსზე არტემ ერქომაიშვილმა სიმღერა შეთხზა, რომელსაც ძველი მომღერლები დღესაც მღერიან.

გუნთაიშვილი სხვა ცნობილ ტერორისტებთან ერთად გაერთიანებული იყო წითელ რაზმში და მათთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნე, მონაწილეობა მიიღო ნასაკირალის ბრძოლაშიც. მას ბევრი ტერორისტული აქტი აქვს მოწყობილი, მათ შორის ორი სარკინიგზო ეშელონის გაძარცვა და პოლკოვნიკ კრილოვის მოკვლა (იმ კრილოვისა 1906 წელს გურიის რესპუბლიკის დამხობისას გურულებს “ვინტოვკების” ჩაბარება რომ მოსთხოვა), ასევე უხდებოდა “მივლინებებში” წასვლა რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ადგილებში: ირკუტსკში მან გენერალი მიშლევსკი მოკლა, 1905 წელს კომიტეტმა გუნთაიშვილს ბათუმში ვინმე ალექსეევის მოკვლა დაავალა. მელქისი მას ბაზარში დაესხა თავს, დაჭრა, მაგრამ ალექსეევი ხალხმრავლობამ იხსნა, თუმცა ამ ინციდენტის შემდეგ ის საქართველოში აღარ გამოჩენილა.

აზერბეიჯანში მელქისი და კოლია შავიშვილი “საქმეზე” იყვნენ წასულნი, მაგრამ ისინი გასცეს, დააპატიმრეს და გურიაში გამოაგზავნეს. მაგრამ დაპატიმრებულებმა ნატანების სადგურში გაქცევა მოახერხეს. გუნთაიშვილი ისეთი ავტორიტეტით სარგებლობდა, რომ ყოველი ახლადგამოჩეკილი ფირალი მასთან მიდიოდა: “…თუ ხალხში როგორი ზრდილობა იყო საჭირო, ორგანიზაციაში როგორ უნდა მუშაობა, მტერს როგორ უნდა მოქცევა და ნამუსი და თავმოყვარება ესენი ყველა უნდა მელქისის ესტავლებია…” წერდა მელქისედეკის ძმა აპოლონი საკუთარ დღიურებში.

ერთხელ მაზრის უფროსმა მახარაძემ კრება მოიწვია, იქ მოსული ქალი და კაცი უშვერი სიტყვებით აგინა და კიდევ ერთხელ დაემუქრა იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც ფირალთა მფარველებს ელოდათ. ასევე წარუდგინა ფირალთა ხელსემწყობთა 30 კაციანი სია. გუნთაიშვილი თავის ამხანაგებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ დათიკო შევარდნაძე, სიმონ ბურჭულაძე, კოლია შავიშვილი, კიკია მამულაიშვილი, ღამით მაზრის უფროსს წამოადგა სახლში. მახარაძეს სუფრა გააშლევინეს, იქეიფეს, შემდეგ გამოატანინეს სია და ბუხარში დაწვეს, თან დაემუქრნენ ”…თუ კიდევ ასთები გაბედე, იცოდე მოგკლავო, ვერსად დამემალებიო…” (ა. გუნთაიშვილი რვეული # 4)

1905 წლის რევოლუციის ჩახშობის შემდეგდროინდელ რეპრესიებს ის გადაურჩა, მაგრამ ფირალობას ისევ განაგრძობდა. 1918 წელს თურქეთმა ოზურგეთი და გურიის ნაწილი დაიკავა, ჯარი ძარცვავდა და აწიოკებდა მოსახლეობას. გუნთაიშვილი სხვებთან ერთად პარტიზანული ბრძოლა გააჩაღა თურქების წინააღმდეგ და როგორც ამბობენ, დიდი ზარალი მიაყენა. “…თურქეთის მთავარსარდალმა იკითხა… ყოველ ფრონტზედ სიმწყნარე მაქვს და აქანა ვინ არის ასეთი… სულ სროლა არის ყოველდღე და ღამე, რასი არის საქმე აღარ ვიცი. ამდენი ხალხი ფრონტიდან მოვდივარ და არ დამკარგვია. მაშინ უთხრენ თურქეთის მთავარსარდალს რომე ამ ადგილას ცხოვრობს მელქისი გუნთაიშვილი, 40 წლის ძველი ნიკოლოზის მთავრობას ებრძოდა და რამოდენი ხალხი დაუწყვიტა… ვინ იცის, ძალოვანი ძალას ხმარობდნენ, მაგრამ ვერაფერი დააკლენო…” თურქებმა თურმე მოლაპარაკება გამართეს გუნთაიშვილთან და ჯარი ორი კილომეტრით უკან დასწიეს. (ა. გუნთაიშვილი რვეული # 8)

გასაბჭოების შემდეგ გურიაში “წითელი” ტერორი მძვინვარებდა. მისი სულისჩამდგმელი იყო ცნობილი ჩეკისტი საშა ობოლაძე, რომელიც პარტიის დავალებით იყო გაგზავნილი ოზურგეთის მაზრაში მენშევიკ ბანდიტებთან საბრძოლველად. “ერთმა ჩეკისტმა, გვარად ობოლაძემ გურიაში მრავალი სოციალ-დემოკრატი გლეხი დააჭერინა და დაახვრეტინა, როდესაც ის დღისით, ლეხოურიდან, სადაც მრავალ სახლს მისი განკარგულებით ცეცხლი ჰქონდა წაკიდებული, ასი შეიარაღებული მხედრის ამალით ოზურგეთში ბრუნდებოდა, ეტლში შეუვარდა ყოფილი გვარდიელი გოგია ღლონტი, რომელიც ცოლით ტყეში იყო გავარდნილი, მოკლა ობოლაძეც და მის გვერდით მჯდომი ოფიცერიც და უვნებლად მიიმალა”. აპოლონ გუნთაიშვილის თქმით ღლონტმა, რომელმაც თავის დროზე შეუთვალა ობოლაძეს _ “დატოვე ოზურგეთი და წადი, თორემ ცოცხალს არ გაგიშვებო”, ჩეკისტი რაზმთან ერთად შეიტყუა და “…დახთენ ბჟუჟის ახლოს პირას და მოხკლენ ფაიტონში მჯდომი ობოლაძე და… კიდევ აფიცერი სანიკიძე რომლებსაც ახლთა რაზმელები ოთხმოცი კაცისა არანაკლები…” (ა. გუნთაიშვილი რვეული # 9).

საშა ობოლაძის მკვლელობის შემდეგ სასტიკი რეპრესიები დაიწყო, მკვლელებს ვერ მიაგნეს (გოგია ღლონტი მეუღლესთან ერთად საფრანგეთში გაიქცნენ). ობოლაძე შეცვალა ტალახაძემ, მის დროს ე. წ. “ტროიკები” ჩამოყალიბდა, რომელთაც შეეძლოთ ნებისმიერი ადამიანისათვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ და მაშინვე შეესრულებინათ. “…ყველა წამიობით იხვრიტებოდა ათი ხან თუთხმეტი და ერხელ 25 კაციც დახვრიტენ ერთ ღამეს, თორემ ორი და სამი ყოველ ღამეს ხრეტდენ… და ყრიდენ მიწაში…” (ა. გუნთაიშვილი რვეული # 9) .

მათ საქმიანობას უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოხლე ემსხვერპლა. “ტროიკის” ერთ-ერთი წევრი იყო ვინმე თავართქილაძე, რომლის ბიძაშვილი გვარდიელი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ოზურგეთის ბაზარში ჩხუბისას მელქისას ძმას, სამსონს შემოაკვდა. თავართქილაძემ გადაწყვიტა სამაგიეროს გადახდა. სამსონი დაიჭირეს და დახვრიტეს. ამის გამო თავართქილაძე ციხეში ჩასვეს, მაგრამ გავლენიანი ნაცნობ-მეგობრების დახმარებით მან მალე დაიხსნა თავი. მაშინ გაიგო თუ ვისი ძმა დახვრიტა და ძლიერ შეშინდა. გასაბჭოების შემდეგ მელქისედეკ გუნთაიშვილი ქობულეთში კომისრის თანამდებობაზე მუშაობდა. თავართქილაძემ მშვენივრად იცოდა, რომ გუნთაიშვილი მას ცოცხალს არ დასტოვებდა და განიზრახა დაესწრო მისთვის. მელქისმა ამხანაგები გააფრთხილა რომ თავართქილაძე არავის მოეკლა და ერთ დღეს საკუთარი ხელით სიცოცხლეს გამოასალმა.

ამის შემდეგ გუნთაიშვილმა ისევ აიღო ხელში თოფი და ძველ პროფესიას _ ფირალობას დაუბრუნდა. მას ამჯერად საბჭოთა მილიცია დასდევდა. ერქომაიშვილებთან ყოფნისას გუნთაიშვილს უთქვამს: “მე მთავრობას ცოცხალი არ შევურიგდები, კობა (სტალინი) იმდენად ჭკვიანი კაცი იყო, რომ ვერ დავიჯერებ, ეს ყველაფერი იცოდეს, რაც დღეს ჩვენთან დღეს ხდება, ნეტავი ერთი შემახვედრა და მასთან გულახდილად მასაუბრაო…”

მელქისედეკ გუნთაიშვილი და მისი მეგობარი ფირალები შამილ დარჩია და ჯამბულეთა ღლონტი თურქეთის გავლით საფრანგეთში აპირებდნენ გაქცევას. ისინი ოზურგეთთან ახლოს ერთ ოჯახში აფარებდნენ თავს, მაგრამ ღლონტმა ისინი გასცა. მათ თავს მილიციონერთა დიდი რაზმი დაესხა. ორმხრივი სროლის შედეგად გუნთაიშვილი დაიჭრა, შამილს მისი დატოვება არ სურდა, მაგრამ მელქისედეკმა აიძულა ის წასულიყო.

დაჭრილი ბოლომდე იგერიებდა მტერს, მაგრამ ის მაინც ჩაიგდეს ხელში, ცხენის ძუაზე გამოაბეს და მანამდე ათრიეს, სანამ არ მოკვდა. ეს მომხდარა 1929 წელს (სხვა მონაცემებით 1933 წელს). დარჩიამ და ღლონტმა კი ოზურგეთთან მდებარე ექადიის ტყეს შეაფარეს თავი, სადაც ღლონტმა დაძინებული შამილ დარჩია მოკლა, გვამი კი მილიციას ჩააბარა.

ირაკლი მახარაძე

ფოტოზე მეორე რიგში მარცხნიდან მეორე მელქისედეკ გუნთაიშვილი (ინახება ოზურგეთის მუზეუმში)

გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

12:10; 5 ივნისი, 2026
ისტორია

„კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

12:02; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ბედისწერამ თავისი გაიტანა

10:56; 5 ივნისი, 2026
ისტორია

ქართული ნაციონალიზმი

10:00; 3 ივნისი, 2026
ისტორია

როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

09:58; 3 ივნისი, 2026

ქობულეთში უამინდობამ უმნიშვნელო პრობლემები შექმნა (R)

უსწავლელი ჰოლივუდელები

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12.09.2026
მსოფლიო

მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

9:26; 12.09.2026
მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო