საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა დამნაშავეთა ორი ჯგუფი, რომლებიც მხილებული არიან მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტებზე.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ერთი ჯგუფი თბილისში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების – 96 ბოთლი BELUGA – ს და NEFT- ის რეალიზაციას ახორციელებდა, ხოლო, მეორე ჯგუფი – აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში, 1 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ZUMERRET გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი და დაკავებულია დანაშაულში მხილებული ორი ჯგუფის ოთხი წევრი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე – 200 მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით”, _ აცხადებენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში