საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ ილია ელოშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.
როგორც ილია ელოშვილი აცხადებს, მისი მესამე მოადგილე თორნიკე რიჟვაძე იქნება, რომელსაც ამ დრომდე ინდური კომპანია „ტატა ფაუერის“ მთავარი იურისტის პოზიცია ეკავა.
„თორნიკე რიჟვაძე არის ძალიან კარგი იურისტი, რომელიც იცნობს ენერგეტიკის სექტორს. აქვს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოცდილება აქვს მოსახლეობასთან მოლაპარაკებების პროცესში“, – განუცხადა „საქმის კურსს“ ელოშვილმა.
ცნობისთვის, ილია ელოშვილმა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძე შეცვალა. ენერგეტიკის მინისტრს სულ სამი მოადგილე ჰყავს – მარიამ ვალიშვილი, ირაკლი ხმალაძე და თორნიკე რიჟვაძე.