დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში აქცია გაიმართა _ მოსახლეობამ ის გზა გადაკეტა, საიდანაც ჩინური კომპანიის ავტომანქანებს ინერტული მასალა გამოაქვთ.
_ დაგვპირდნენ, რომ გზას გააკეთებდნენ, წყალს გამოგვიყვანდნენ, მაგრამ უშედეგოდ. გააკეთეს კი არა, ულუკმაპუროდ დაგვტოვეს _ ყანების დათესვაც კი ვერ მოვახერხეთ, _ ამბობდნენ აქციის მონაწილეები, რომელთა თქმით ეს უკვე მესამე აქცია.