ევროკავშირმა რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ანდრეი ჩერესოვს, ასევე სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა აღნიშნული გადაწვეტილება მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის დროს SIEMENS-ის გაზის ტურბინების ყირიმისთვის მიწოდების გამო დაუწესა.
როგორც SIEMENS აცხადებს, რუსეთს ტურბინები ყირიმში უკანონოდ შეჰქონდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, კრემლის პრეს სპიკერმა, პარასკევს, აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად 2014 წელს მიიღო, რის შემდეგაც ეტაპობრივად ახანგრძლივებდა.
მაუწყებლის ცნობით, უკრაინაში არსებულ არეულბასთან კავშირის გამო, შავ სიაში უკვე 150 ადამიანია შეყვანილი და 37 სუბიექტის აქტივი გაყინვას ექვემდებარება.