საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ ძიმითში მდინარე სუფსაში 12 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან გაგრძელდება.
“მაშველებმა ერთ-ერთი გარდაცვლილი გოგონას ცხედარი უკვე ამოიყვანეს. ამ წუთებში სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია, მდინარეში შეუძლებელი ხილვადობის გამო. როგორც კი გათენდება, იმ წუთას გაგრძელდება სამძებრო სამუშაოები“, _ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში.
ადგილზე მუშაობდა, ოზურგეთელი მაშველები, ქობულეთისა და ბათუმის წყალზე მაშველებისა და მყვინთავების რამდენიმე ჯგუფი.