თუ აშშ-ს მოსახლეობა წონის მომატებას ასეთივე ტემპით გააგრძელებს, 2020 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის 75%-ს ჭარბი წონა შეაწუხებს, ხოლო მათ 41%-ს – მაღალი ხარისხის სიმსუქნე.
ასეთ დასკვნამდე მივიდა ბალტიმორის ჯონსონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი მას შემდეგ, რაც ამერიკელების წონისა და კვების რეჟიმის შესახებ 20 სამეცნიერო პუბლიკაცია და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა.
მიმდინარე წლის დასაწყისში ჭარბი წონა ზრდასრულ ამერიკელთა 66%-ს აღენიშნებოდა, 40 წელს გადაცილებულ შავკანიანებში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატებოდა, ამასთანავე, მათი ნახევარი სიმსუქნის სტადიაში გახლდათ. ბავშვებსა და მოზარდებს შორის ჭარბი წონა 16%-ში შეიმჩნევა, მათი 34 %-ი კი რისკჯგუფში შედის. რაც მთავარია, მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში მდგომარეობა თანდათან უარესდება.
ერთ-ერთმა მკვლევარმა ივარაუდა, რომ თუ სახელმწიფო რაიმეს არ იღონებსწონის მატების ტემპის შესამცირებლად, მალე აშშ-ში სიმსუქნე სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად იქცევა.