ამერიკული ჟურნალი THE HILL ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტის, საგარეო პოლიტიკის საბჭოს უფროსის, სტეფან ბლანკის სტატიას ” საზღვარგარეთ რუსეთის ჩარევის იგნორირების საფრთხეს” აქვეყნებს.
“გურია ნიუსი” THE HILL-ში გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს გთავაზობთ.
“ამერიკის შეერთებული შტატების თანამდებობის პირებსა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისფლების ხელმძღვანელებს შორის შემდგარმა ბოლო შეხვედრებმა, პრობლემურ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცების მნიშვნელობაზე ვაშინგტონი უნდა გამოაფხიზლოს.
20 წელზე მეტია, რაც მისნკის ჯგუფი მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანის შორის არსებული ომის განსამუხტად შეიქმნა, მაგრამ, პრაქტიკულად, არაფერი გაკეთებულა. ომის განახლების რისკი სტაბილურად იზრდება, ისევე როგორც იარაღის ხარისხი, რომელსაც ორივე მხარე ფლობს.
ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანულ ვერტმფრენს, რომლითაც თავდაცვის მინისტრი მგზავრობდა რუსული წარმოების რაკეტები ესროლეს, რასაც აზერბაიჯანმა ისრაელის წარმოების რაკეტები დაუპირისპირა. თუმცა, ეს მხოლოდ რაკეტები იყო და ვერ მოხერხდა ვერტმფრენის შეფერხება. მომხდარმა ჯგუფის დაძაბულობა გამოიწვია. აშშ არ ნიშნავს მინსკის ჯგუფისთვის მაღალი დონის წარმომადგენლებს, ელჩებსაც კი, რაც ნიშნავს, რომ ვაშინგტონში სიტუაციას ვერ აფასებენ.
მიუხედავად ამისა, ომის განახლების თავიდან აცილება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის.
მოსკოვი არა მარტო იარაღს ჰყიდის ორივე მხარეს, ის ზეწოლას ახდენს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობაზე და მოსკოვის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებისკენ უბიძგებს. ის ასევე სომხეთში 99 წლიანი ვადით ბაზებს იჯარით იღებს. ნათელია, რომ რუსეთი ამ კონფლიქტის მოგვარებას არ ცდილობს.
ამავდროულად, ორივე მხარეს მაღალტექნოლოგიური იარაღი აქვს და ომის საფრთხესთან ერთად ათასობით მსხვერპლისა და ლტოლვილების რაოდენობა იზრდება.
უფრო მეტიც, აზერბაიჯანი, პოტენციური ომის მოლოდინში, თავისი ძალების აღდგენას ახორციელებს ნახიჩევანში, რომელიც ალიევის ოჯახის საგვარეულო ადგილს წარმოადგენს და სომხეთთან ახლოს მდებარეობს.
რუსეთის მიერ სომხეთის ძალების აღება, ისევე როგორც ერევანში, ომს გამოიწვევს და ომის შემთხვევაში რუსეთი დათანხმდება, რომ შეიქმნას ერთობლივი ძალა, რასაც გააკონტროლებს.
მას შემდეგ, რაც რუსეთს უკვე აქვს გიუმრიში სამხედრო ბაზა და იარაღი, ომის ტოლფასი იქნება რუსეთის მიერ სომხეთის ოკუპაცია, ისევე როგორც აზერბაიჯანის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო ინტერვენცია, ალბათ შეჭრა.
თურქეთისა და აზერბაიჯანის ისტორიულ-კულტურული კავშირების გათვალისწინებით კი ომში თურქეთის ჩართვის სპექტრი იზრდება.
ეს არ არის მოჩვენებითი სპეკულაცია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთიან ყარაბაღში ძალადობის დონე და ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა, რითაც სარგებელს მხოლოდ მოსკოვი ნახულობს,ვიდრე ახლი ომის შესაჩერებლად არაფერი კეთდება.
მაგრამ ჩვენი ინტერესის ერთადერთი მიზანი მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა არ არის.
მოსკოვი სტაბილურად არღვევს საქართველოს ტერიტორიას და ცდილობს, აზერბაიჯანი და საქართველო შიგნიდან დააზიანოს.
რუსეთის გავლენის ზრდის შედეგად კი, ამ ქვეყნებში, წინასაარჩევნოდ, რუსული დიასპორის წარმომადგენლებმა ახალი პოლიტიკური პარტიები დაარსეს, ხოლო თბილისსა და ბაქოში ეთნიკური უმცირესობის ჯგუფები ხელისუფლებების წინააღმდეგ განაწყვეს.
დასავლეთს აქვს კონკრეტული სტრატეგიული ინტერესები. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განაგდურების მიზნით, რუსეთმა საქართველოს გაუგზავნა გზავნილი, რომ ნატოში არ გაწევრიანდეს. ამასობაში, კი რუსეთის ჯარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანექსიას ნაწილ-ნაწილ ახდენენ და ამ ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას გეგმავენ.
გარდა ამისა,ბაქოდან თურქეთისკენ მიმავალი გაზსადენის გამო რუსეთი ცდილობს ბალკანეთში ენერგეტიკულ სექტორში მეტოქე თავიდან მოიცილოს.
ასე რომ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა აშკარაა. ის გაყინულ კონფლიქტებს ქმნის, იჭრება და აცხადებს, რომ წინააღდეგობას უწევს, ხელს უშლის მათ სუვერენულ უფლებას იყურონ ევროპისკენ, იკავებს ტერიტორიებს და შემდეგ ისინი რუსეთის შემადგენლობაში შეყავს.
ის, ასევ,ე ენერგეტიკას, როგორც იარაღას იყენებს. რა საკითხზეც სასაუბროდ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰალმ ალიევს სტამბულში შეხვდა.
აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენი ინტერესების და იმ ქვეყნების ხელშესაწყობად, რომლებსაც ჩვენთან მუშაობა სურთ.
ვაშინგტონმა არ უნდა მოითმინოს მინსკის ჯგუფის უმოქმედობა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში შუამდგომლობა უნდა დაიწყოს.
ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ ვითანამშრომლო რუსეთთან ყველგან სადაც ეს შესაძლებელია, რუსეთი კი მშვიდობის სურვილს გამოთქვამს, მაშინაც კი როცა მისი ქმედებები ნათქვამს უპირისპირდება, რაც პუტინის ბლეფია. თუ ის შუამავლობას თავს არიდებს, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა დავანახოთ ჩვენი ინტერესი რეგიონალურ მშვიდობაში.
მეორე, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ აზერბაიჯანი ენერგეტიკის უფრო მრავალფეროვანი მარშუტების არსებობასა და მხარდაჭერაში.
მესამე, თუ ჩვენ გვინდა აზერბაიჯანში დემოკრატიის წახალისება, რაც საქართველოში უკვე გვაქვს, ბაქოს უსაფრთხოების საკითხები სერიოზულად უნდა მივიღოთ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესს მივაღწიოთ.
მეოთხე, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოს უსაფრთხოებას მოქმედებებით და არა მარტო სიტყვებით.
მოსკოვის აგრესია და იმპერიული ტაქტიკა კავკასიაში ისეთივე თვალსაჩინოა, როგორც უკრაინაში და საშიშია საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის”,_წერს ბლანკი.