ინდოეთის პოლიციამ “სამეფო კარის თამაშების” ახალი ეპიზოდის სერიების გაჟონვის გამო 4 ადამიანი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაცოას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 3 მათგანი Prime Focus Technology-ის თანამშრომელია, ხოლო კიდევ 1 დაკავებული, აღნიშნულ კომპანიაში ადრე იყო დასაქმებული.
“ჩვენ გამოვიძიეთ საქმე და მეოთხე ეპიზოდის არაავტორიზებული გავრცელებისთვის 4 პირი დავაკავეთ”,_განაცხადა პოლიციის უფროსის მოადგილემ, აქბარ პატანმა.
როგორც ცნიბილია, ოთხივე პირს ბრალი კომპიუტერულ დანაშაულის ჩადენასა და ნდობის დარღვევაში ედება.
ისინი პატიმრობაში 21 აგვისტომდე დარჩებიან.