ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქების ხმა იყო. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, გაზგასამართი სადგური აფეთქდა. ადგილზე 4 სახლი იწვის. ხანძრის ლოკალიზებას ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები ცდილობენ. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved