“ჩვენი სამსახური ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო” _ განაცხადაკრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა მინდია ჯანელიძემ.
მისივე თქმით, კრიზისების მართვის საბჭომ ეფექტურად და კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავა, თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რას ითვალისწინებს კანონი.
„ჩვენი სამსახური ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო. ჩვენი სამსახური კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მუშაობს. ჩვენ ჩავერთეთ მაშინ, როცა ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს,“ – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.