კოჯრის გზაზე ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ.
მოტოციკლის მძღოლი, რომელიც სამხედრო პირი აღმოჩნდა, ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც პირველ არხს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, მაიორი არასამსახურებრივ ვითარებაში, საკუთარი მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა.
მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
1tv.ge