თურქული თვითმფრინავი, რომელიც ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში უნდა ჩაერთოს, უკვე საქართველოშია.
როგორც პირველ არხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ განუცხადა, ამჟამად თვითმფრინავი კოპიტნარში ზის, რომელიც სამაშველო ოპერაციებში ჩაერთვება.
„ვეტრმფრენების გარდა, თურქეთისგან დიდი თვითმფრინავი მივიღეთ, რომელიც გაცილებით გაცილებით მეტ წყალს ავსებს. ეს ის თვითმფრინავია, რომელსაც ველოდით.
კოპიტნარში ზის, ხვალ დილიდან, სამაშველო სამუშაოებში მთელი ძალებით ჩაერთვება. მან კოპიტნარიდან უნდა იმუშაოს და სავარაუდოდ, დღესაც შეძლებს ბორჯომში ჩამოსვლას“, – დასძინა მინისტრმა.