გურიის ახალი გუბერნატორის წარდგენა ხვალ გურიის გუბერნიაში შედგება. ამ თანამდებობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე დაიკავებს. მერაბ ჭანუყვაძეს ოფიციალურად საქართველოს ინფრასტრუქტურის და რეგიონის განვითარების მინისტრის მოადგილე კახა გულედანი წარადგეს.
მერაბ ჭანუყვაძე 1982 წელს ოზურგეთის რაიონში, სოფელ შემოქმედში დაიბადა. შემოქმედის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა ქ. თბილისის სპორტის აკადემიაში. 2013-2014 წელს გურიის გუბერნატორის მოადგილე იყო, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები მოიგო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გახდა. გურიაში ჩამოსვლამდე კერძო სექტორში იყო დასაქმებული “GT MOTORS” -ის სერვის ხელმძღვანელი იყო, მანამდე კი GT GROUP“-ის ფილიალის დეპარტამენტის დირექტორი.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მერაბ ჭანუყვაძე დღეს დაემშვიდობა თანამშრომლებს.
(R)