ურეკის და შეკვეთილის მსგავსად, ამ წუთებში ძლიერი წვიმა და ქარია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში. მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის თქმით, უამინდობის გამო, გზებზე საცობებია შექმნილი და გათიშულია ელექტროენერგია.