ამ წუთებში სტიქიას ებრძვიან ურეკში _ ქარიშხალმა, რომელსაც წვიმა და ძლიერი სეტყვა ახლდა, ხეები წააქცია, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
ერთ-ერთი მოგლეჯილი ხე ავტომანქანას დაეცა. შემთხვევის დროს ავტომანქანაში არავინ იმყოფებოდა
სტიქიის გამო ურეკს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საგანგებო შტაბია შექმნილი.