თურქეთში იზმირის პროვინციაში აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო NEWS.AZ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის კონტეინერში იყო მოთავსებული, რის სიახლოვესაც ციხის ავტობუსმა გაიარა.
შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ძალები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.
ამ დროისთვის გავრცელებული ცნობით, აფეთქების შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 1 მძიმე მდგომარეობაშია.