„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, დღეს „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ოფისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა იგეგმება.
„ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გოგი ფაცურიას ინფორმაციით, პარტიული სიის პრეზენტაცია 10 სექტემბრის შემდეგ იგეგმება.
როგორც გაირკვა, ოქტომბერში გასამართ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ქალაქში წარმოადგენენ გიგი გვარჯალაძე და კახა კვიტაიშვილი, ნიგოითში ზაზა წულაძე, შუხუთში აკაკი იმნაიშვილი, აკეთში გოგი მორჩილაძე, აცანაში ემზარ თევდორაძე, მამათში ოთარ პატეიშვილი, მაჩხვარეთში გოდერძი ქურიძე, გვიმბალაურში ციცო ურუშაძე, ჩიბათში გიორგი ჩახვაძე, ლესაში ელისო ჭიჭინაძე, ნიგვზიანში ბესიკ ტაბიძე, ნინოშვილში დავით ჩხარტიშვილი, ჩოჩხათში რეზო კვაჭაძე, ჯურუყვეთში სპარტაკ კვაჭაძე, სუფსაში ზურაბ კუკულავა და ღრმაღელეში კახა თედორაძე.
აღნიშნული სიიდან გამომდინარე, მოქმედი სტატუსის შენარჩუნებას ექვსი დეპუტატი ეცდება, დანარჩენები კი მეტ-ნაკლებად ახალი სახეები არიან.