ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სან ფრანცისკოში, ვაშინგტონში და ნიუ-იორკში რუსეთის საკონსულოები დაიხურება. აღნიშნულ ინფორმაციას NEWS.AZ ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა გადაწყვეტილება რუსეთის ლიდერთან მოლაპარაკების გარეშე მიიღო.
„პრეზიდენტი არ აპირებს გადაწყვეტილების განხილვას“,_ამბობენ თეთრ სახლში.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების დეპარტამენტმა დილას განაცხადა, რუსეთის ხელისუფლებას უთხრეს, რომ 2 სექტემბრისთვის 3 დიპლომატიური დაწესებულება დაეკეტა, რადგან მოსკოვის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში აშშ-ს დიპლომატიური პერსონალი 755 ადამიანიდან 455-მდე შემცირდა.