საქართველო ოსკარზე, საუკეთესო უცხოური ფილმების კატეგორიაში ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმს, „საშიშ დედას“ წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას FILMNEWEUROPE ავრცელებს.
ანა ურუშაძის მიერ დაწერილი დრამა 50 წლის დიასახლის მანანაზე მოგვითხრობს, რომელიც გადაწყვეტს, მწერალი გახდეს, გატაცების გამო კი, შესაძლოა, ოჯახის დათმობა მოუწიოს.
როდესაც ის ოჯახს მიერ მიერ გამოცემულ წიგნს უკითხავს, მიხვდება, რომ შიში, რომელიც აქვს გონივრულია.
ფილმში მთავარ როლებს ნატო მურვანიძე, დიმიტრი ტატიშვილი, რამა იოსელიანი და ავთო მაღრაძე ასრულებენ.
ფილმზე სტუდია „არტიზმმა“ და „გემინიმ“, ასევე, პროდიუსერმა ლაშა ხალვაშმა იმუშავეს. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მხარს უჭერს.
„საშიში დედა“ 2017 წლის სარაევოს ფილმის ფესტივალზე საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა.
როგორც ცნობილია, ოსკარის 90-ე ცერემონია 2018 წლის 4 მარტს გაიმართება.