საგზაო წესების შესახებ კანონის შეცვლის შემდეგ, მართვის მოწმობაზე დარიცხული 100 ქულა ერთ მოქალაქეს უკვე ამოეწურა.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მძღოლს 100 ქულა სრულად ამოეწურა და მართვის უფლება ერთი წლით შეუჩერდა. მოქალაქე, რომელიც ქულების გარეშე ორი დღის წინ დარჩა, ქუთაისშია რეგისტრირებული.
ქულების ამოწურვიდან ერთ წლის შემდეგ, მას მართვის მოწმობის დაბრუნება ხელახალი გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეეძლება.
მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემა პირველი ივლისიდან ამოქმედდა.