მალაიზიის დედაქალაქში სკოლას ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 23 მოსწავლე დაიღუპა, 10-მდე კი დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, ისინი ბავშვების ყვირილის ხმამ გააღვიძა, რომლებიც ლითონის გისოსებიან ფანჯრებიდან შველას ითხოვდნენ.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ცნობით, როცა მაშველები ადგილზე მივიდნენ სკოლის 90% ცეცხლი ეკიდა.
მალაიზიის მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გასულ წელს რელიგიურ სკოლებში მსგავსი 29 შემთხვევა დაფიქსირდა.
მისივე თქმით, სკოლის ლიცენზიის საკითხი ხელისუფლებამ განიხილა და ის მოქმედი არ უნდა ყოფილიყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა მიმდინარეობს, თუმცა სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენა მოკლე ჩართვამ გამოიწვია.