ქალაქ ოზურგეთში თხილის ფასი ისევ მერყეობს, ხან საერთოდ არ იბარებენ. ამ დღეებში ერთი კილოგრამი თხილი 1 ლარი და 50 თეთრს არ ასცდენია. ამასობაში წაბლის სეზონი დაიწყო და უკვე ერთი კილოგრამი 3 ლარი ღირს.
“ერთი კილოგრამი წაბლი 3 ლარი ღირს, ცუდი ხარისხის წაბლს 1 ლარად ვიბარებთ“, _ გვითხრეს თხილის მიმღებ პუნქტში.
“გურია ნიუსი“ ასევე დაინტერესდა ნიგვზის ფასით. ერთ კილოგრამს ნიგოზს (ძველს) 2 ლარად იბარებენ, ახალს კი 1 ლარად.