მარნეულში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ამირან გიორგაძე აღარ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს “ქართულ ოცნებაში” დაუდასტურეს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატი თეიმურაზ აბაზოვი იქნება.
აღნიშნულ ინფორმაციას ამირან გიორგაძე არ ფლობს. პირველ არხთან საუბარში გიორგაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სავარაუდო კანდიდატად ისევ რჩება.
ამირან გიორგაძის წინასაარჩევნო ბილბორდები ამ დრომდე მარნელის ცენტრალურ ქუჩებშია გამოფენილი. მისი ოფიციალური წარდგენა თვის ბოლოს იგეგმებოდა