მოსკოვში პოლიციამ რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი წინასაარჩევნო აქციიაზე წასვლის წინ დააპატიმრა. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნავალნი არასანქცირებულ საჯარო ღონისძიებებში გამოსვლის გამო დააპატიმრეს.
როგორც რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, ოპოზიციას საპროტესტო აქციების ჩასატარებლად მათი ნებართვა სჭირდება, თუმცა ნავალნის განცხადებით, რუსეთის კონსტიტუციის თანამხმად მათ მსგავსი აქციის გამართვა თავისუფლად, ნებართვის აღების გარეშე შეუძლიათ.