გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ხევის თემის ამომრჩეველს პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მერობის კანდიდატი ირაკლი კუჭავა წარუდგინა.
„ჩვენ ვართ ის გუნდი ვართ, ვისაც უკვე გვაქვს წარმატებით გახორციელებული პროექტები და ჩამოყალიბებული ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კუჭავა ისეთივე წარმატებული მერი იქნება, როგორი წარმატებული გამგებელიც იყო“, _ განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ხევის მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად მამალაძეც წარადგინეს.
„ჩემთვის განსაკუთრებულად საპასუხისმგებლოა – ვიყო ბჟოლიეთის, ხევისა და ბუქსიეთის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ამას კარგად ვაცნობიერებ და მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიმუშაო იმ პრობლემების მოგვარებისთვის, რაზეც ვსაუბრობთ“, – მიმართა თავის ამომრჩევლებს ზვიად მამალაძემ. (R)