ოზურგეთის დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის, კოტე შარაშენიძის საარჩევნო შტაბის წევრის ტიტე ბაქანიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ქალაქ ოზურგეთის მოქმედი მერი ბეგლარ სიორიძე საარჩევნო შტაბში სამსახურეობრივი ავტომანქანით დადის:
_ სოფელ ნატანებში “ქართულ ოცნებას” საარჩევნო შტაბი აქვს გახსნილი, სადაც ამ წუთებში იმყოფება ბეგლარ სიორიძე სამსახურეობრივი ავტომანქანით, რითაც არღვევს კანონს და იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, _ გვითხრა ბაქანიძემ და ფოტო მასალაც მოგვაწოდა.
ბეგლარ სიორიძის თქმით, სამსახურეობიორვი ავტომანქანით საარჩევნო შტაბში არ მისულა:
_ მე ვიყავი ერთ-ერთ მოქალაქესთან და ეს ვიზიტი საარჩევნო საკითხებს არ უკავშირდებოდა. არც კი ვიცი იქ შტაბი თუა გახსნილი, _ გვითხრა სიორიძემ.