“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატის ირაკლი კუჭავას ფოტოები რამდენიმე ნაგვის ურნაზეა განთავსებული. შესაბამისი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“ოცნების” ჩოხატაურის საარჩევნო შტაბის უფროსი ზაალ მამალაძე ამბობს, რომ ეს კონკურენტების ნამოქმედარია:
_ პლაკატების გაკვრისას არ ვიყენებთ ისეთ მასალას, რომელიც რაიმეს დააზიანებს. შესაბამისად, ყველა საარჩევნო ატრიბუტის ჩამოხსნა ძალიან ადვილია. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მსგავს ფაქტთან გვაქვს ადგილი _ ვიღაცამ პლაკატები ჩამოხსნა, ნაგვის ურნებზე გააკრა და თვითონვე გადაუღო ფოტო. ეს არის უსინდისო საქციელი ჩვენი კონკურენტების მხრიდან, რომელსაც გამართლება არ აქვს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა _ სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევები. იყო გადმობრუნებული და მათ შორის ნაგვის ურნებზეც გაკრული პლაკატები.
როგორც ჩანს, ეს ვიღაცის მიერ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელსაც ჩვენ არ ავყვებით, _ აღნიშნა ჩვემნთან საუბრისას ზაალ მამალაძემ.
]