რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა კომპანია TransTeleCom-მა ჩრდილოეთ კორეა ახალი ინტერნეტ კავშირით უზრუნველყო. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია კიბერ უსაფრთხოების ექსპერტებმაც დაადასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული ნაბიჯი, ჩრდილოეთ კორეის კიბერ შესაძლებლობებს ,ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის ფონზე, აძლიერებს და ასევე ამცირებს მის დამოკიდებულებას ჩინეთზე.
როგორც ცნობილია, მანამდე, ჩრდილოეთ კორეას ინტერნეტს ჩინური სატელეკომუნიკაციო ფირმა CHINA UNICOM აწვდიდა.