CNN-ის მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ლას ვეგასში კონცერტზე სროლის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, 200-ზე მეტი კი დაშავებული.
როგორც ლას ვეგასის პოლიციის შერიფი იოსეფ ლომბარდო ამბობს, თავდამსხმელი, რომელიც სასტუმროს 32-ე სართულიდან ისროდა 64 წლის შტეფენ პადოკი არის.
როგორც ცნობილია, ის პოლიციელებმა სროლის დროს მოკლეს.
ლომბარდოს თქმით, პოლიციამ პადოკის დამხმარე ქალის, მარილოუ დანლის კვალს მიაგნო.
ამავე თემაზე:
ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა