“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება, რომ ლევან ხაბეიშვილს მერიის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ სრული სიცრუეა” _ აცხადებენ თბილისის მერიაში და “ნაციონალური მოძრაობის” აქციის დროს მერიის პირველ სართულზე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებენ, რომელიც პარტიის წევრის ლევან ხაბეიშვილის შენობაში ყოფნას ეხება.
“ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ნიკანორ მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული“, – აღნიშნულია განცხადებაში რომელიც ვიდეო მასალას ახლავს.