ლას ვეგასში კონცერტზე სროლის შედეგად 527 ადამიანია დაშავებული, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, პოლიცია ცდილობს სროლის მოტივი დაადგინოს.
როგორც ცნობილია, ღია ცის ქვეშ გამართული მუსიკალური ფესტივალის მიმართულებით სასტუმროს 32-ე სართულიდან 64 წლის შტეფენ პედოკმა ისროლა.
გავრცელებული ცნობით, პოლიციამ მის სასტუმროს ნომერში 23 იარაღი აღმოაჩინა.
გარდა ამისა, ნევადაში, პოლიციამ მის საცხოვრებელ ბინაში 19 ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები იპოვნა.
მაუწყებლის ინფორმაციით, მკვლევარებმა საერთაშორისო ტერორიზმთან კავშირი ვერ აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამავე თემაზე:
ლას ვეგასში მუსიკალურ ფესტივალზე შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა
ლას ვეგასში კონცერტზე დაღუპულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა