“ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს” ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა იმ პირების ჩამონათვალი, რომლებმაც 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით მმართველი პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობა გააკეთეს.
დოკუმენტის თანხმად ყველაზე დიდი თანხა 120 000-120 000 ლარი lion-ის, “დეტის” “ტეგეტა მოტორსის” და “კახური ტრადიციული მეღვინეობის” მიერ არის შეტანილი.
“ქართულ ოცნებას” 100 000 – 100 000 ლარი შესწირეს “ენგადმა” და “ჯეო კვარცმა”.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებს _ ყველაზე მეტი თანხა 60 000 – 60 000 ლარის შემოწირულობა გაკეეთებული აქვთ: ვაჟა ციგროშვილს, ივანე ბაქრაძეს, პაატა ეზიეშვილს, დავით ბაინდურაშვილს და ავთანდილ კოჩაძეს.
შემომწირველებს შორის არიან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები _ ზვიად მამალაძეს 1200 ლარიანი შემოწირულობა აქვს გაკეთებული; ქეთევან სიხარულიძეს _ 540, ხოლო ერეკლე უღრელიძეს _ 80 ლარის.
შემოწირულობების შესახებ ვრცელი ინფორმაციის თანხვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.