ამ წუთებში დასრულდა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულის გოჩა გაფრინდაშვილის ბოლო სასამართლო პროცესი.
მოსამართლე ბიძინა სტურუამ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და იგი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 თებერვალს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ცენტრალურ გზაზე ინციდენტი მოხდა _ ბახვიჰესის წარმომადგენელს გია კილანავას რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს.
სისხლის სამართლის საქმეს ერთი ბრალდებული ჰყავდა, რომლის მიმართაც ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში არსებითი განხილვა და ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მასალების მტკიცებულებების გამოქვეყნება დასრულდა.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა “ბახვი -ჰესის” წარმომადგენელს გია კილანავას სწორედ გოჩა გაფრინდაშვილმა მიაყენა.
დაიკითხა უამრავი მოწმე, დაზარალებული და ასევე ბრალდებულიც, თუმცა დანაშული არ ბრალდებულმა აღიარა, არც დაზარალებულმა და არც მოწმეებმა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკითხულმა მოწმეებმა პოლიციის მხრიდან შანტაჟზე, მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე სასამართლოს ჩვენებაც მისცეს.