ნიგერია-მალის საზღვართან ახლოს ჩასაფრებულ თავდასხმას 3 ამერიკელი ჯარისკაცი ემსხვერპლა, ხოლო 2 დაშავდა. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ნიგერიელი სამხედროც დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ოფიციალური პირები ჯერ ვერ ახერხებენ თქმას, ვინ ესროლა ჯარისკაცებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი თავდასხმის დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატების არმია რეგიონში ისლამისტ ბოევიკებთან ბრძოლაში დახმარების მიზნით ნიგერიელ სამხედროებს წრთვნის.