“ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუჭავა ფარცხმის, შუაფარცხმის და გორაბერეჟოულის მოსახლეობას შეხვდა.
მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატები _ ფარცხმასა და შუაფარცხმაში შოთა ჩხიკვაძე, ხოლო გორაბერეჟოულში დავით ტყეშელიაძე წარუდგინა.
ირაკლი კუჭავამ ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო და სოფლებში არსებული ძირითადი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მოსახლეობა მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურულ და სოციალურ საკითხებს ასახელებს.