პატრიოტთა ალიანსიდან მერობის კანდიდატმა ოზურგეთში შოთა გოგიბერიძემ კანდიდატურა მოხსნა დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის სასარგებლოდ. ამასთან დაკავშირებით მან ბრიფინგი გამართა.
_ გუშინ დავტოვე საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება ჩემი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, თუმცა, მე ვარ პარტიული სიის პირველი ნომერი და ვაგრძელებ ბრძოლას საკრებულოსთვის, _ განაცხადა გოგიბერიძემ.
ასევე, გოგიბერიძის თქმით, 22 მაჟორიტარული ოლქიდან “პატრიოტთა ალიანსის” 4-მა დეპუტატობის კანდიდატმა კანდიდატურები დამოუკიდებელი კანდიდატურების სასარგებლოდ მოხსნა.
“ქალაქ ოზურგეთში მაკა გოგუაძემ კანდიდატურა მოხსნა ლევან მგელაძის სასარგებლოდ, ლაითურში დავით თავართქილაძემ _ რესან გაბაიძის სასარგებლოდ, ურეკში გოჩა დვალიშვილმა _ ჯაბა მიქაბერიძის და ასკანაში თეიმურაზ ჯინჭარაძემ ილია მამალაძის სასარგებლოდ, _ აღნიშნა გოგიბერიძემ ბრიფინგზე.
სტატია ქვეყნდება პროექტის “გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.