ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 16 დღეა დარჩენილი. ოფიციალური დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჩოხატაურის აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის პოსტის დაკავება 8 ადამიანს სურს. გაცილებით დიდი კონკურსია საკანონმდებლო ორგანოში, სადაც 38 ადგილია და რომლის დასაკავებლად 83 კანდიდატი იბრძვის.
ლია ჩიგოგიძე მერობის კანდიდატად საარჩევნო ბლოკის _ “ბაქრაძე, უგულავა _ ევროპული საქართველოს” მიერ არის წარდგენილი; ერეკლე ჯიქია “დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა _ დემოკრატიული მოძრაობა _ თავისუფალი საქართველოს” კანდიდატია; დიმიტრი კორიფაძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” წარმოადგენს; მაია კუტუბიძე “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატია; ალექსანდრე მდინარაძე “შალვა ნათელაშვილი _ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” მიერ არის წარდგენილი; გოჩა მეგრელიშვილი _ “შენების მოძრაობის”; ვალერიან მექვაბიშვილი საარჩევნო ბლოკის _ “გიორგი ვაშაძე _ ერთობა ახალი საქართველოს” კანდიდატია, ხოლო ირაკლი კუჭავა _ “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს”.
რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, დაბაში 4 კანდიდატია _ მინდია დოლიძე (“ევროპული საქართველო”); გია მენაბდე (“ნაციონალური მოძრაობა”); ვახტანგ გაჩეჩილაძე (“პატრიოტთა ალიანსი”) და დავით ბერძენიშვილი (“ქართული ოცნება”).
4 კანდიდატია ბუკისციხის მაჟორიტარულ ოლქშიც _ თეიმურაზ კალანდაძე (“ევროპული საქართველო”); კოტე სიხარულიძე (“პატრიოტთა ალიანსი”); ქეთევან სიხარულიძე (“ქართული ოცნება”) და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იოსებ ბერიშვილი.
ორ კანდიდატს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება ამაღლების ამომრჩეველს _ აქ ერთმანეთს “ევროპული საქართველოს” კანდიდატი თემურ რამიშვილი და “ქართული ოცნების” კანდიდატი ზვიად წეროძე დაუპირისპირდებიან;
4 კანდიდატია გოგოლესუბანში _ ეთერ ბერძენიშვილი (“ევროპული საქართველო”); ოთარ მამარდაშვილი (“ნაციონალური მოძრაობა”); ნაზი თოხაძე (“პატრიოტთა ალიანსი”) და აკაკი ყაჭეიშვილი (“ქართული ოცნება”);
3 კანდიდატია გორაბერეჟოულის მაჟორიტარულ ოლქში _ ლევან ჩიგოგიძე (“ევროპული საქართველო”), სანდრო კაკურია (“დემოკრატიული მოძრაობა _ თავისუფალი საქართველო”) და დავით ტყეშელიაძე (“ქართული ოცნება”);
3 კანდიდატია გუთურშიც _ ბორის უნგიაძე (“ევროპული საქართველო”); როლანდ სიხარულიძე (“პატრიოტთა ალიანსი”) და ლაშა თოლორდავა (“ქართული ოცნება”);
4 კანდიდატიდან უნდა აირჩიოს დეპუტატი დაბლაციხის ამომრჩეველმა _ ლია ჯიქია “ევროპული საქართველოს” კანდიდატია; მარინა ოსეფაიშვილი _ “ნაციონალური მოძრაობის”; რამაზ დოლიძე _ “პატრიოტთა ალიანსის”, ხოლო გოჩა ჯიქია _ “ქართული ოცნების”;
დიდივანის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც ყველაზე მცირე ამომრჩეველია, 4 კანდიდატია წარმოდგენილი _ ნატო რამიშვილი (“ევროპული საქართველო”); კორნელ რამიშვილი (“ნაციონალური მოძრაობა”); გელა დარსალია (“პატრიოტთა ალიანსი”); გიორგი რამიშვილი (“ქართული ოცნება”);
4 კანდიდატია ერკეთშიც _ ციალა ჭიხვარია (“ევროპული საქართველო”); გულნაზ კალანდაძე (“ნაციონალური მოძრაობა”); ხვიჩა მინდაძე (“პატრიოტთა ალიანსი”) და ნატო ჩანტლაძე (“ქართული ოცნება”);
5 კანდიდატია ზემოსურებში _ “ევროპულ საქართველოს” ნონა ბარამიძე წარმოადგენს; “ნაციონალურ მოძრაობას” _ მამია ბარამიძე; “პატრიოტთა ალიანსს” _ რომან ჯულაყიძე; “ქართულ ოცნებას” _ ოთარ სოროზანიშვილი, ხოლო საინიციატივო ჯგუფს ლევან ლომინეიშვილის კანდიდატურა ჰყავს წარმოდგენილი;
4 კანდიდატია ზემოხეთში _ დიმიტრი ჩიგოგიძე (“ევროპული საქართველო”); მარინე თავაძე (“ნაციონალური მოძრაობა”); ივანე თევზაძე (“პატრიოტთა ალიანსი”) და ერეკლე უღრელიძე (“ქართული ოცნება”)
4 კანდიდატია ზომლეთის მაჟორიტარულ ოლქშიც _ გრიგოლ თოხაძე (“ევროპული საქართველო”); დათო ჟორჟოლიანი (“ნაციონალური მოძრაობა”); თეიმურაზ ვადაჭკორია (“პატრიოტთა ალიანსი”) და გივი თავაძე (“ქართული ოცნება”);
3 კანდიდატია ზოტში _ ომარ ირემაძე (“ევროპული საქართველო”); უშანგ ართმელაძე (“ქართული ოცნება”) და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სულიკო რამიშვილი.
4-დან 1 დეპუტატი უნდა აირჩიონ კოხნარის თემში _ ჟიფო ცინცაძე “ევროპული საქართველოს” კანდიდატია; ბაჩო ახალაძე _ “ნაციონალური მოძრაობის”; გოდერძი გოგიშვილი _ “პატრიოტთა ალიანსს” წარმოადგენს, ხოლო ენვერ ახალაძე _ “ქართულ ოცნებას”;
5 კანდიდატია ნაბეღლავში _ გოჩა დუმბაძე (“ევროპული საქართველო”); ზაურ მეგრელიძე (“დემოკრატიული მოძრაობა _ თავისუფალი საქართველო”); ჯემალ ბერიძე (“ნაციონალური მოძრაობა”); ზურაბ ოსეფაიშვილი (“პატრიოტთა ალიანსი”) და ალექსანდრე შარაშიძე (“ქართული ოცნება”);
4 კანდიდატია საჭამიასერში _ დალი ბოცვაძე (“ევროპული საქართველო”) ლევან ყენია (“ნაციონალური მოძრაობა”); თემურ ხუნდაძე (“პატრიოტთა ალიანსი”); ბესიკ ყენია (“ქართული ოცნება”);
2 კანდიდატია ფარცხმაში _ ამომრჩევლებს არჩევნის გაკეთება “პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატ არჩილ ცხვარაძეს და “ქართული ოცნების” კანდიდატ შოთა ჩხიკვაძეს შორის მოუწევს.
4 კანდიდატია ქვენობნის მაჟორიტარულ ოლქში _ ალეკო სვანიძე (“ევროპული საქართველო”); ნუგზარ ჭაღალიძე (“ნაციონალური მოძრაობა”); ვახტანგ კოტრიკაძე (“პატრიოტთა ალიანსი”); დავით გუდავაძე (“ქართული ოცნება”);
5 კანდიდატია შუა ამაღლებაში _ ლია პატურაშვილი (“ევროპული საქართველო”); არჩილ სიხარულიძე (“ნაციონალური მოძრაობა”); ნანა დოლიძე (“პატრიოტთა ალიანსი”) კახაბერ ყაჭეიშვილი (ლეიბორისტული პარტია”); ვლადიმერ სიხარულიძე (“ქართული ოცნება”);
2 კანდიდატია შუასურებში _ დავით ტრაპაიძე “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, ხოლო იაშა შათირიშვილი საინიციატივო ჯგუფის მიერ არის დაყენებული;
3 კანდიდატს შორის მოუწევს არჩევნის გაკეთება ჯვარცხმის ამომრჩეველს _ ნადია ჯინჭარაძე “ევროპული საქართველოს” კანდიდატია; ავთანდილ ბასილია _ “პატრიოტთა ალიანსის”, ხოლო კლოდი მდინარაძე _ “ქართული ოცნების”.
3 კანდიდატია ხევის მაჟორიტარულ ოლქშიც _ ზვიად მამალაძე (“ქართული ოცნება”) და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები: ზაურ ოსეფაიშვილი და გოჩა თოდრია.
4 კანდიდატია ხიდისთავის ოლქში _ თამარ ბერიძე “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელია; ალეკო მეგრელიძე _ “დემოკრატიული მოძრაობა _ თავისუფალი საქართველოს”; ბესიკ ქერქაძე _ “პატრიოტთა ალიანსის”, ხოლო კობა კალანდაძე “ქართული ოცნების” კანდიდატია.
რაც შეეხება პარტიულ სიებს _ საარჩევნო ბლოკმა “ბაქრაძე, უგულავა _ ევროპული საქართველო” ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიაში 23-კაციანი სია შეიტანა, რომელიც ასე გამოიყურება: ლია ჩიგოგიძე, მინდია დოლიძე, ჟიფო ცინცაძე, გოჩა დუმბაძე, არჩილ ტუნაძე, ბორის უნგიაძე, თეიმურაზ კალანდაძე, ციალა ჭიხვარია, გრიგოლ თოხაძე, თამარ ბერიძე, ალეკო სვანიძე, ლევან ჩიგოგიძე, გია შავაძე, ეთერ ბერძენიშვილი, თემურ რამიშვილი, ნონა ბარამიძე, ლია პატურაშვილი, ნადია ჯინჭარაძე, ომარ ირემაძე, ლია ჯიქია, დალი ბოცვაძე, დიმიტრი ჩიგოგიძე და ნატო რამიშვილი.
“დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა _ დემოკრატიული მოძრაობა _ თავისუფალი საქართველოს” პარტიული სია 20 კაცს შეადგენს, რომელსაც სათავეში ერეკლე ჯიქია უდგას. მომდევნო ნომრები ასეა განაწილებული: სანდრო კაკურია, მზია სიხარულიძე, ალეკო მეგრელიძე, ზაურ მეგრელიძე, ელგუჯა კალანდაძე, ელდარ მაისურაძე, მზია სიხარულიძე, ლიანა სიხარულიძე, ლამზირა ვაჩეიშვილი, ნუგზარ ჯიქია, ნათია რამიშვილი, ნუნუ ზაქარეიშვილი, ბახვა ცინცაძე, გიორგი ვაჩეიშვილი, ირაკლი ჯიქია, ჯემალ წითურიძე, ალექსი კალანდაძე, ნაზია პაიჭაძე და დარეჯან გიორგაძე.
საარჩევნო ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიაში 23 კაცია, რომლის პირველი ნომერი მამია ბარამიძეა. შემდეგ მოდიან: ბაჩო ახალაძე, არჩილ სიხარულიძე, მარინე თავაძე, დიმიტრი კორიფაძე, ოთარ მამარდაშვილი, მარინა ოსეფაიშვილი, ნუგზარ ჭაღალიძე, გულნაზ კალანდაძე, ჯემალ კალანდაძე, ჯემალ ბერიძე, დათო ჟორჟოლიანი, ლევან ყენია, ირაკლი გიორგაძე, გია მენაბდე, კორნელ რამიშვილი, ნანა დოლიძე, ლამარა სხვიტარიძე, გიორგი სიხარულიძე, ნატო გოგოლაშვილი, ზაურ გვენეტაძე და მათე ჯინჭარაძე.
“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი _ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ჩოხატაურში 30-კაციანი სიითაა წარმოდგენილი. პირველი ნომერი მაია კუტუბიძეა, მას ირაკლი ახობაძე მოჰყვება; შემდეგი გოდერძი გოგიშვილია; მეოთხე ნომერს სიაში ამირან ჯიბუტი იკავებს. ხუთეულს ვახტანგ გაჩეჩილაძე ასრულებს, რომელსაც მოყვებიან: ლევან კიკვაძე, არჩილ ცხვარაძე, კოტე სიხარულიძე, ნაზი თოხაძე, ნანა დოლიძე, ხათუნა იანტბელიძე, გოჩა მინდაძე, დავით კუტუბიძე, ბესიკ ქერქაძე, ვახტანგ კოტრიკაძე, გია ლომინეიშვილი, რამაზ დოლიძე, როლანდ სიხარულიძე, შორენა ჯანელიძე, ზოია ბედინეიშვილი, რომან ჯულაყიძე, ზურაბ ოსეფაიშვილი, სიმონ წიტაიშვილი, გრიგოლ სიხარულიძე, დარეჯან სიხარულიძე, თამარ ჩხიკვაძე, ლელა ჩხიკვაძე, ეკა სიხარულიძე, ხვიჩა ხაჭვანი და თამაზ ხარაბაძე.
21-კაციანი პარტიული სია აქვთ “შალვა ნათელაშვილი _ ლეიბორისტული პარტიის” ჩოხატაურის ორგანიზაციას, რომელიც ასე გამოიყურება: კახაბერ ყაჭეიშვილი, ალექსანდრე მდინარაძე, ნინო ყაჭეიშვილი, სევერიან ღლონტი, გიორგი სიხარულიძე, ეკა ელიაძე, ლევან ჯიბლაძე, ანზორ შათირიშვილი, თამარ კალანდაძე, ხათუნა ჩიგოგიძე, სერგო ბედინეიშვილი, გიორგი მიქელაძე, ტარიელ ცხომელიძე, მზია ქამადაძე, ზურაბ გიორგაძე, გელა ევგენიძე, ნათელა რუსიეშვილი, თეიმურაზ ნაცვალაძე, ლიანა მეფარიშვილი, ლია ჯიბუტი და შოთა მგელაძე.
“შენების” მოძრაობის 21-კაციან სიაში პირველ ადგილს გოჩა მეგრელიშვილი იკავებს. მას მოსდევენ: მალხაზ ჩხიკვაძე, დავით თოდრია, თეიმურაზ ჩხიკვიშვილი, მაია სიხარულიძე, ელენე ჯაში, თამარ კალანდაძე, თამარ თავბერიძე, მაია კოროშინაძე, დავით ქორიძე, სიმონ რამიშვილი, ლევან კეკელიძე, გიორგი გიორგაძე, გია ჟღენტი, დიმიტრი ბარამიძე, მირიან ჩანტლაძე, დავით გზირიშვილი, ლაშა ხუნდაძე, გივი კუკულავა, გია ჩხიკვაძე და დიმიტრი მეგრელიშვილი.
საარჩევნო ბლოკის “სახალხო _ ხალხის ერთსულოვნება” 17-კაციანი პარტიული სიით არის წარმოდგენილი, რომელიც ასე გამოიყურება: ნინო რამიშვილი, მამუკა გიორგაძე, ზვიად კეკელიძე, ენვერ ირემაძე, საბა კალანდაძე, ნინო კალანდაძე, დავით ლომთათიძე, ირაკლი ჩხიკვაძე, თამარ გიორგაძე, ვლადიმერ ბერაია, ალბერტ სხვიტარიძე, ბროლისა მუშკუდიანი, მაია მხატვრიშვილი, მაია მუშკუდიანი, იოსებ ჩიხლაძე, ზეინაბ ბერაია და რუბენ ყირიმელი.
“ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” 23-კაციან პარტიულ სიას სათავეში ზაალ მამალაძე უდგას. მას შემდეგ მოდიან: ბექა გამდლიშვილი, მანანა მინდაძე, მარინე ბერაძე, დავით შარაშიძე, თემურ ხუხუნაიშვილი, მაია გიორგაძე, შალვა ჩანტლაძე; ალექსანდრე ყაჭეიშვილი, მაია პაიჭაძე, ირაკლი მგალობლიშვილი, ჯუმბერ ბერძენიშვილი, თეა მამალაძე, მარიტა მგალობლიშვილი, თამაზ დევიძე, დათო ვაჩეიშვილი, გიორგი წიქარიძე, ბესიკ ყენია, უშანგ ართმელაძე, ზვიად წეროძე, დავით ბერძენიშვილი, დავით გუდავაძე და შოთა ჩხიკვაძე.
ჩოხატაურში სულ 18 342 ამომრჩეველია.
P. S. აღნიშნული სია ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ გასული კვირის ბოლოს მოგვაწოდა. 2 ოქტომბერს კი სიაში ცვლილება შევიდა _ როგორც კომისიის თავმჯდომარემ თემურ კუტუბიძემ გვითხრა, დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატმა ბუკისციხის მაჟორიტარულ ოლქში იოსებ ბერიშვილმა კანდიდატურა საკუთარი განცხადების საფუძველზე მოხსნა.
სტატია ქვეყნდება პროექტის “გაცნობიერებული არჩევანი _ დემოკრატიის ფუნდამენტი” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ “ღია საზოგადოება _ საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.