საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა ნინო წილოსანმა, გუთურისა და ერკეთის თემის მოსახლეობას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუჭავა წარუდგინა.
„ახალი ბაღები, ახალი სკოლები, უფასო სწავლება, უფასო ტრანსპორტი სკოლებში, გზები, მუნიციპალური განვითარება, გაზიფიცირება, ბევრი სხვა პროექტი – ეს ჩვენი ხელისუფლების დაწყებულია, ისევე, როგორც საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც ადამიანებს სიკვდილის შიშს უქრობს.
მე ვიცი, რომ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ ამისთვის ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, თქვენგან უნდა მოვისმინოთ რჩევა, თქვენ უნდა გვითხრათ რა გვჭირდება და სწორედ ამისთვის, რომ თქვენი საჭიროებები სწორად დაინახონ, თქვენ გჭირდებათ ძალიან კარგი მერი, ასეთი მერი იქნება ირაკლი კუჭავა” _ განაცხადა ნინო წილოსანმა ამომრჩეველთან.
მოსახლეობას მერობის კანდიდატმაც მიმართა. ირაკლი კუჭავას განცხდებით, მმართველის გუნდის მხრიდან ეს შეთავაზება მისთვის ძალიან დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა.
“მზად ვარ, კიდევ ოთხი წელი, ჩვენს გუნდთან ერთად ავიღო ეს პასუხისმგებლობა”, _ აღნიშნა მან.
მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატები – გუთურის თემში ლაშა თოლორდავა, ხოლო ერკეთის თემში ნატო ჩანტლაძე წარუდგინა.