“ქართული ოცნების” ოზურგეტის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე დღეს სამედიცინო ცენტრ ”მედალფა”-ს მედპერსონალს შეხვდა:
“ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჯანდაცვა იყო, რომელიც წარმატებით დავძლიეთ, თუმცა, ამ სფეროში პროგრესი არასდროს შეჩერდება. ვისაუბრეთ ჩვენს ქალაქსა და სოფლებზე და ერთმანეთს მოსაზრებები ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გავუზიარეთ. თითოეული მათგანის შრომა შეუფასებელია. ამიტომაც, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენი სიცოცხლის დასაცავად 24 საათიან რეჟიმში შრომობს,” _ აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ.