გლდანში გარდაცვლილი კაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მეზობელთა განცხადებით, შემთხვევის დროს ის სახლში მარტო იყო, თუმცა მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მათივე ინფორმაციით მამაკაცი ვულკანიზაციაში მუშაობდა.
ერთ-ერთი ვერსიით, სავარაუდოდ, სამსახურის შემდეგ სახლში მისული სადილს ამზადებდა და გაზქურიდან ცეცხლი მკლავზე წაეკიდა. მეზობლის თქმით ტანსაცმელი, რომლითაც მუშაობდა, ადვილად აალებადი ნივთიერებით ჰქონდა დასვრილი, რამაც ცეცხლის გავრცელების რისკი გაზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.