ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, არჩევნებში მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, ჩოხატაურის საკრებულოში პარტიული სიით “ევროპული საქართველო” 2 დეპუტატს შეიყვანს; 1 დეპუტატი ეყოლება “ნაციონალურ მოძრაობას; 2 დეპუტატით შედის საკრებულოში “პატრიოტთა ალიანსი”; 1 დეპუტატი ეყოლება “შენების მოძრაობას”; ხოლო 9 დეპუტატი ეყოლება “ქართულ ოცნებას.”
ოლქში წარდგენილი პარტიული სიებიდან გამომდინარე “ევროპული საქართველოდან” საკრებულოში შესვლა ლია ჩიგოგიძეს და მინდია დოლიძეს უწევს; “ნაციონალური მოძრაობიდან” _ მამია ბარამიძეს; “პატრიოტთა ალიანსიდან” _ მაია კუტუბიძეს და ირაკლი ახობაძეს; “შენების მოძრაობიდან” _ გოჩა მეგრელიშვილს; ხოლო “ქართული ოცნებიდან” საკრებულოს წევრები გახდებიან: ზაალ მამალაძე; ბექა გამდლიშვილი; მანანა მინდაძე; მარინე ბერაძე; დავით შარაშიძე; თემურ ხუხუნაიშვილი; მაია გიორგაძე; შალვა ჩანტლაძე და ალექსანდრე ყაჭეიშვილი.
რაც შეეხება მაჟორიტარებს _ ჩოხატაურის საკრებულოში “ქართულმა ოცნებამ” 23 მაჟორიტარული ოლქიდან 21 ოლქი მოიგო _ დაბის დეპუტატი დავით ბერძენიშვილი გახდა;ბუკისციხის _ ქეთევან სიხარულიძე; ამაღლების _ ზვიად წეროძე; გოგოლესუბნის _ აკაკი ყაჭეიშვილი; გორაბერეჟოულის _ დავით ტყეშელიაძე; გუთურის _ ლაშა თოლორდავა; დაბლაციხის _ გოჩა ჯიქია; დიდივანის _ გიორგი რამიშვილი; ერკეთის _ ნატო ჩანტლაძე; ზემოხეთის _ ერეკლე უღრელიძე; ვანზ-მოლეთის _ გივი თავაძე; ზოტის _ უშანგი ართმელაძე; კოხნარის _ ენვერ ახალაძე; ნაბეღლავის _ ალექსანდრე შარაშიძე; საჭამიასერის _ ბესიკ ყენია; ფარცხმის _ შოთა ჩხიკვაძე; ქვენობანი-ბასილეთის ბუკნარის _ დავით გუდავაძე; შუა ამაღლების _ ვლადიმერ სიხარულიძე; ჯვარცხმის _ კლოდი მდინარაძე; ხევის _ ზვიად მამალაძე; ხიდისთავის _ კობა კალანდაძე.
ჩოხატაურში მხოლოდ ორ ოლქში გაიმარჯვეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა _ ზემო სურების დეპუტატი ლევან ლომინეიშვილი გახდა; შუა სურების კი იაშა შათირიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია როგორ გადანაწილდება თანამდებობები ახალ საკრებულოში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე გახდება.