გთავაზობთ ლამის ასი წლის წინ დაწერილ ტექსტს: როგორ ათხოვებდნენ ციცებს გურიაში.
,,ნენა, ახლანდელი ციცეები რომ გასუნელებულები არიენ და შინ არ დგებიენ, მისით მიზდევენ კაცეფს, ასთე კარ იყო ჩვენ დროს. ჩვენი ციცეები ეზოს გადაღმა ვერ გადიარდენ. მაჭანკლები და შუამავლები იყო, რომ არ გალანძღულიყო ციცეები. მევიდოდა შუამავლი, გაგაცნობდა კაცს, გარამოობას. ჩვენს ამბავსაც ქე გეიგებდა და მერე გამუაწყობდით ციცას გძელ სახელოიან და გულდაკეტილ კაბებით. მევიდოდა კაცი და პატრონები ნახავდენ ციცას. თუ მეეწონებოდა პატრონეფს ქალი და ბიჭი, მაშვინ ქე მიცემდენ შარნას. გოგო და ბიჭს ვინ კითხავდა. ასთე იყო ჩემი მულიშვილი რომ გავათხუე. მევიდა კაცი, შევექეცი ისთე, რომე ქე გავჭედე საქმე. დატიენ შარნა ოცი მანათი ოქროს ფულით. მარა ასეც ქე იყო: აი, ჩუმათე უნდა ყოფილიყო, თუარა ხანდახან გალანძღვაც მოჰხობოდა. ჩემი მულიშვილი მიგინენ: ხრიკიანიაო, არ ვარგაო. აფერს მოგემენ გვზითათ, ღარიბი არიენო ეუბნებოდენ: ჩვენ უმფრო კაი ციცე გვყავდა და ქე მოგცემდითო….
ქალი რომ წევიყვანეთ სახტარზე, ღვდელმა, ოხერმა, ითხუა ოცი მანათი… არ მიცა იმ კაცმა ოცი მანათი; ბრეული დაგვაყონდა… დიდი დავილის მერე დასწერა ჯუარი, კაცსაც არ უნდოდა ქალი. დატუებდა სახტარზე, მარა ძალადობით შევართვიეთ და თუთხმეტი მანათი მივაცემიეთ ღვდელზე დიდი ხვერწნით იმ კაცს. იი კაცი ფარას იმიზა ტიროდა, რომე ქალი არ უნდოდა, ხოდა შინაურებმა ძალით შევართვიეთ.
ახლა ბიჭი და გოგო რავარც მეინდომებენ, ისე შობიენ. გაცილება ცოდუა იყო, ნენა. ახლა აფერს ყურადღებას არ აქცევენ და შინას ვინ ეკითხება, ისთე მირბიენ.