BBC-ის ცნობით, კატალონიის დამოუკიდებლობის საქმეზე რვა ყოფილ მინისტრს დააკავებენ. გადაწყვეტილება ესპანეთის სასამართლომ გამოიტანა.
მთავარმა პროკურორმა კატალონიის ყოფილი პრეზიდენტის, კარლეს პუდჩემონისა და მასთან ერთად, კიდევ ოთხი კატალონიელი მინისტრის დაკავების ორდერიც მოითხოვა.
კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ ესპანეთის პრეზიდენტმა რეგიონს ავტონომია ჩამოართვა.