ამაზონის კალია – “ეკლიანი ეშმაკი” სულ 7 სმ სიგრძისაა, თუმცა მას ფრინველებიც და მტაცებელი მწერებიც ერიდებიან.
თავისი სამკუთხა, ბასრი ეკლებით ის მომცრო ცხოველებსაც აშინებს – თათებს ცხვირწინ უტრიალებს.
სხვა კალიებისგან უშიშარი “ეშმაკი” იმითაც განსხვავდება, რომ თუ ისინი მხოლოდ ეპიზოდურად “მღერიან”, მისი “სერენადა” მთელი ღამის მანძილზე უწყვეტად ისმის.